დროშის დღესთან დაკავშირებით, ეროვნული დროშა გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობებზე გადმოფინეს

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ეროვნული დროშა დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობებზე გადმოფინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მერიის შენობასთან ეროვნული დროშა სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით ჩოხოსნებმა აღმართეს. ცერემონიალს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

საქართველოს სახელმწიფო დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად, რომელიც შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე 2004 წლის 14 იანვარს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა