სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, გურიის რეგიონში, ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ოზურგეთში რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა და თანამედროვე საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა დაათვალიერეს.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს იმ სკოლის ტერიტორიაზე, რომელიც 1846 წელს დაარსდა ჯუმათის მონასტერთან და რომელშიც ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მარი, ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ეგნატე ნინოშვილი და ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები სწავლობდნენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს