​საქართველოს პრეზიდენტი ჩოხატაურში „ივლიტას ბიბლიოთეკას“ ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გურიის რეგიონში სტუმრობის ფარგლებში, ჩოხატაურში „ივლიტას ბიბლიოთეკას“ ეწვია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ბიბლიოთეკას, რომელიც 2015 წლის თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის სახელს ატარებს და ის ივლიტას ხსოვნის საპატივსაცემოდ 2015 წელს 19 მაისს, სწორედ ივლიტას დაბადების დღეზე გაიხსნა, პრეზიდენტმა საჩუქრად წიგნები გადასცა.

„წიგნთსაცავთან ერთად, „ივლიტას ბიბლიოთეკა“ ახალგაზრდულ ცენტრსაც წარმოადგენს, სადაც ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავების, ინტერნეტთან შეუზღუდავი წვდომის, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ახალ ინიციატივებზე მსჯელობის შესაძლებლობა აქვთ. ბიბლიოთეკა მედიასახლის “გურია ნიუსი” და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციტივით შეიქმნა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა