სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთის ოლიმპიურ სახლს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთის ოლიმპიურ სახლს ეწვია, რომელიც იაპონიის მთავრობის ხელშეწყობით აშენდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი სპორტულ კომპლექსში ქართველ სპორტსმენებს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ოზურგეთის ოლიმპიური სახლი აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით და აერთიანებს საცურაო აუზს, სატრენაჟორო დარბაზს, სპორტულ მუზეუმსა და ბიბლიოთეკას.

„ოზურგეთის ოლიმპიური სახლი, 2016 წელს გაიხსნა და მას შემდეგ რეგიონში მთავარ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს წარმოადგენს. ოზურგეთის ოლიმპიური სახლი კულტურულ და საქველმოქმედო ფუნქციასაც ითავსებს. აღსანიშნავია, რომ პირველ დეკემბერს ოლიმპიური სახლი ანიტას დასახმარებლად ოზურგეთის დრამატულ თეატრთან ერთად გაერთიანდა,” - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა