სალომე ზურაბიშვილი გურიაში ადგილობრივ მეწარმეებსა და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გურიაში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების, მათ შორის ქალი მეწარმეების საქმიანობას, მათი წარმატების ფაქტორებსა და იმ გამოწვევებს გაეცნო, რომლის წინაშეც ისინი დგანან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ქალთა გაძლიერებასა და ბიზნეს საქმიანობაში მათი ჩართულობის მნიშვნელობასა და მათი წარმატებული გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრა.

„როგორც ყველა რეგიონული ვიზიტის შემთხვევაში, გურიაშიც ჩემი მთავარი ინტერესის საგანი რეგიონის განვითარებაა. შევხვდი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც ძალიან წარმატებულები არიან, განსაკუთრებით ქალები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით ასეთი ენერგია, შემართება და წარმატებული შედეგებია. მე ძალიან გამხნევებული და იმედიანი ვარ ამით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა