პრეზიდენტი - ეს ქვეყანა არის ძალიან ძლიერი, ძალიან ბევრი რესურსი გააჩნია, დიდი წარსულით მოდის და რაც მთავარია, მოდის ძალიან დიდი მომავლით

ეს არის ნამდვილი საგანძური საქართველოსი. მე მგონი, ჩვენ არათუ გადაშენება არ გვიწერია, არამედ დიდი მომავალი გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ფოლკლორის ცენტრის რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა და ხალხური მუსიკის კონცერტს დაესწრო. მასპინძლობას პრეზიდენტს ანზორ ერქომაიშვილი და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე უწევდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი ევროპული სტანდარტის საკონცერტო დარბაზს, ხმის ჩამწერ სტუდიას და საგამოფენო სივრცეს მოიცავს. შენობა ადაპტირებულია, აღჭურვილია უახლესი აპარატურით.

პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2 მილიონი ლარი დაიხარჯა.

"მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხარდაჭერა ქართული ფოლკლორისთვის, მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, ქალბატონმა პრეზიდენტმა მოუსმინა ადგილობრივ შემსრულებლებს. განსაკუთრებით გამოვყოფდი სალოტბარო სკოლის მოსწავლეებს. როგორც უკვე იცით, 28 მუნიციპალიტეტში მოქმედებს სალოტბარო სკოლები და ჯამში 1000 ბავშვი სრულიად უსასყიდლოდ ეუფლება ქართულ გალობას და სიმღერას, რაც მომავალი თაობის განვითარებისათვის და ფოლკლორის შენარჩუნებისთვის უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა ფოლკლორის სახ. ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ.

პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილს და გიორგი დონაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სალოტბარო სკოლის მოსწავლეები თბილისში პრეზიდენტის სასახლეში დაპატიჟა.

"გვაქვს ძალიან ბევრი სირთულეები, მაგრამ უკან გვაქვს ძალიან დიდი ძალა და სიძლიერე, რაც აქ არის წარმოდგენილი, ეს არის ის თაობა, რომელიც მოდის. მაგრამ ეს თაობა არ იქნებოდა ბატონო ანზორ თუ არა თქვენ, თუ არა თქვენი ოჯახი და ის ადამიანები, რომლებმაც ამ საქმეს მიუძღვნეს ძალიან დიდი დრო, ენერგია, შემართება და შედეგი სახეზეა. თქვენც მინდა მოგმართოთ ბატონო გიორგი, მე აღფრთოვანებული ვიყავი, როდესაც დავესწარი თბილისში ფოლკლორის ცენტრის სამი წლის ანგარიშს და არ მეგონა, რომ ასეთი დიდი საქმე კეთდებოდა. აქ კიდევ უფრო აღფრთოვანებული ვარ, რომ აქაც კეთდება კიდევ უფრო დიდი საქმე და მე მგონი, რომ ჩვენ არამხოლოდ არ გვემუქრება გადაშენება, მაგრამ ამაზე არც უნდა ვიფიქროთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ძალა. ჩვენ განწყობის ხალხი ვართ და ჩვენს განწყობაზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. ჩვენ თუ ყველაფერს ვუყურეთ და ვიძახეთ რა გვეშველება, არაფერი არ გვეშველება, მაგრამ თუ განწყობა იქნება დაფუძნებული ასეთ რეალურ საქმეებზე და იმ მომავალზე, რომელიც იქმნება დღეს, მაშინ ჩვენ მართლაც გვექნება ყველანაირი რესურსი, რომ დავძლიოთ ის გამოწვევები. ჩვენს თავში ჩავიხედოთ და დავინახავთ, რომ ეს ქვეყანა არის ძალიან ძლიერი, ძალიან ბევრი რესურსი გააჩნია, დიდი წარსულით მოდის და რაც მთავარია მოდის ძალიან დიდი მომავლით. მადლობა ბავშვებო და მინდა დაგპატიჟოთ პრეზიდენტის სასახლეში. ეს არ არის ჩემი სასახლე, ეს არის თქვენი პრეზიდენტის სასახლე, ვინც არ უნდა იყოს მომავალში, შესაძლოა ერთ-ერთი თქვენგანიც გახდეს პრეზიდენტი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა