ფოთში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა

ფოთში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა

საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ბიუროს წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები სოციალურად დაუცველ პირებს, აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, შშმ ბავშვთა დღის ცენტრის აღსაზრდელებსა და უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებს ესტუმრნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ორგანიზატორებმა მათ სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს და ახალი წელი პირადად მიულოცეს.

„სამოქალაქო ჯგუფის ინიციატივას სიამოვნებით შევუერთდი. ჩემი და ჩემი ოჯახის მხარდაჭერა ყოველთვის ექნება იდეებს, რომლებიც ჩვენი თანაქალაქელების ღიმილიან და ბედნიერ სახეებს დაგვანახებს", - განაცხადა ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირკალი ხახუბიამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025