ფოთის მერიის ინფორმაციით, ფოთში სამი საკვანძო ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება

ფოთში სამი საკვანძო ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება. ამის შესახებ „ინტერპრსნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და არქიტექტორებთან ერთად ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპით განსახორციელებელ სამუშაოებს გაეცნო. ფოთის მერიის ცნობით, პროექტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა, სანაპირო ზოლის მიმდებარედ 2 - კილომეტრიანი გზის საფარის მოასფალტდა და გარე განათების თანამედროვე სისტემა დამონტაჟდა.

„კუნძულის სანაპირო ზოლის და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 122 ათასი ლარით დაფინანსდა. ამჯერად გამოცხადებულია ტენდერი პროექტის მეორე ეტაპის განსახორციელებლად. მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, სასეირნო ბილიკების, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, ვეტერანთა სახლის, სპორტული და საბავშვო მოედნების მოწყობას, ასევე კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს. სახელმწიფო რწმუნებულმა არქიტექტორებთან შეხვედრაზე ასევე ყურადღება გაამახვილა ფოთის სამი საკვანძო ქუჩის სრული რეაბილიტაციის საკითხზე. მთავრობის განკარგულების შესაბამისად, მოხდება აკაკის, წმ. გიორგის და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაცია. განკარგულების შესაბამისად, ამ სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქცვეუწყებო დაწესებულება, საქართველოს გზების დეპარტამენტი განახორციელებს. დღესვე სახელმწიფო რწმუნებული ფოთის მელიორაციის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. სამსახური ახალი ჩამოყალიბებულია და მისი მიზანი: ქალაქის უბნების დატბორვის თავიდან აცილება, დაჭაობებული უბნების დაშრობა, ხელოვნური წყალსატევების, წყალმიმღებების, სატუმბი სადგურების რეგულირება, მუნიციპალიტეტის სანიაღვრეებზე და სამელიორაციო სისტემებზე ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის განხორციელება, ნორმების დაცვა და ზედამხედველობაა“- ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულმა შეხვედრაზე ფოთში მელიორაციის კუთხით არსებულ სირთულეებზე ისაუბრა, სპეციალისტებისგან სფეროში არსებული ვითარება მოისმინა და სამსახურის გეგმებს ფოთის მერთან და მის პირველ მოადგილესთან ერთად გაეცნო.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს