საქართველოს თავდაცვის ძალებს 40 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 40 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის ძალებში ჩარიცხვა ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა კობა ახვლედიანმა მიულოცა და თავდაცვის ძალებში ეროვნული გვარდიის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ფიცის დადებამდე მომავალმა სამხედროებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) 10-კვირიანი კურსის ფარგლებში სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადება გაიარეს. დღეიდან ახალწვეულები ცხრა თვის განმავლობაში ეროვნული გვარდიის საშტაბო ასეულში იმსახურებენ.

ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ პირადი შემადგენლობა მამა მიქაელმა დალოცა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო