გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშში რეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიება მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშში რეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიება მიმდინარეობს.

ცერემონიაში საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია მონაწილეობენ.

გამყოფ ხაზთან მდებარე სკოლა 40 წლის წინ აშენდა, თუმცა დროთა განმავლობაში მწყობრიდან გამოვიდა და 2017 წელს ჭერი ჩამოინგრა. შესაბამისად, სასწავლო პროცესი შეწყდა. ორი წლის განმავლობაში ქვეშის საჯარო სკოლის 240-ზე მეტი მოსწავლე განათლებას სოფელ გარეჯვარის სკოლაში იღებდა. ქვეშის საჯარო სკოლის კაპიტალური რეაბილიტაციის სურვილი ამერიკის მთავრობამ გამოთქვა. სკოლის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი დაიხარჯა.

ქვეშის ახლად რეაბილიტირებული სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა შეკრებილ საზოგადოებას სკოლის გახსნა მიულოცა. მან ყურადღება გაამახვილა გამყოფი ხაზის სიახლოვეს განათლების სფეროს განვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა იმ შეზღუდვების მოხსნისკენ, რაც მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილებას უშლის ხელს.

განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხეენკელმა მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას გაწეული დახმარებისთვის და განაცხადა, რომ განათლებისთვის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ ქვეშის საჯარო სკოლას სიმბოლურად იაკობ გოგებაშვილის „დედაენის” ახალი გამოცემა გადასცა საჩუქრად.

ქვეშის საჯარო სკოლაში 248 მოსწავლე მიიღებს განათლებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო