ავსტრალიის აბორიგენი მოსახლეობა - ჩვენს ისტორიაში ყველაზე საშინელი ხანძრებია, თუ ყველაფერი დავკარგეთ, ჩვენი სულებიც მოკვდება

ავსტრალიის აბორიგენი მოსახლეობა შიშობს, რომ ქვეყანაში ხანძრებმა მათი დაცული ძეგლები სრულიად გაანადგურა.

ერთ-ერთის ტომის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთებში მოქცეული აბორიგენული კულტურული ძეგლები, სავარაუდოდ, აღარ არსებობს.

„ჩვენს ისტორიაში ყველაზე საშინელი ხანძრებია. აქამდე მსგავსი არაფერი ყოფილა. ალბათ, ჩვენი წინაპრები გამწარებულები არიან როცა ხედავენ რა დაემართა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ტოტემურ ცხოველებს“, - განაცხადა აბორიგენთა წარმომადგენელმა ვორენ ფოსტერმა.

მისივე თქმით, განადგურებულია ღირშესანიშნაობები, რომელიც წმინდა მთაზე იყო.

„მათ ვეღარ დავიბუნებთ... ჩვენ ცხოველები გვჭირდება. თუ ყველაფერი დავკარგეთ, ჩვენი სულებიც მოკვდება“,-განაცხადა ფოსტერმა „გარდიანთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, დროა ხელისუფლებამ მკვიდრი მოსახლეობისგან ისწავლოს, თუ როგორ აიცილოს თავიდან ასეთი მასშტაბური ხანძრები.

„დროა ჩვენ გვკითხონ, როგორ მოუარონ ქვეყანას“,-აცხადებს ფოსტერი.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში ხანძრებს სექტემბრის შემდეგ ვერ აქრობენ. ქვეყნის მასშტაბით 26 ადამიანია დაღუპული. ეკოლოგები ხანძების ქვეყნის ფლორასა და ფაუნაზე „კატასტროფულ შედეგებზე“ საუბრობენ. მათი ინფორმაციით, განადგურებულია უნიკალური ჯიშები და ზოგიერთი ცნობით, ერთი მილიარდზე მეტი ცხოველი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა