ირაკლი ხმალაძე - კორუფციაზე საუბრისას თბილისის მერს კონკრეტული ფაქტები მხედველობაში არ ჰქონია, ეს არის გაფრთხილება და მოწოდება

არ გამოვრიცხავთ, რომ კორუფცია კიდევ შეიძლება გამოვლინდეს, სწორედ ამას ემსახურება მერის მხრიდან ასეთი გაფრთხილება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხმალაძემ განმარტა, კონკრეტული ფაქტები მერს მხედველობაში არ ჰქონია და ეს გაფრთხილება მხოლოდ პრევენციას ემსახურებოდა.

„კორუფციაზე საუბრისას მერს კონკრეტული ფაქტები მხედველობაში არ ჰქონია. კორუფციის პრევენციაზე საუბარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა მუნიციპალიტეტში, სადაც ბიუჯეტი თითქმის მილიარდ ნახევარ ლარს აღწევს. გასული წელიც ამ თემით დავიწყეთ და ეს ისეთი თემაა, რაც მუდმივი ყურადღების ქვეშ იქნება. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, იყო გამოვლინებები და ამის მაგალითები ერთხელ და ორჯერ არ გვქონია გასულ წლებში. კონკრეტული ფაქტები ახლა მხედველობაში ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენი მხრიდან ამას რეაგირება მოჰყვება არა დროებით, არამედ მთელი წლის განმავლობაში. ეს არის შეხსენებითი გაფრთხილება და მოწოდება. სტატისტიკა ახლა არ მაქვს, მაგრამ მახსოვს, რომ შარშან წლის დასაწყისშივე ჰქონდა კონკრეტულ ფაქტებს ადგილი და რეაგირებაც მოხდა. არ გამოვრიცხავთ, რომ კორუფცია კიდევ შეიძლება მოხდეს, სწორედ ამას ემსახურება მერის მხრიდან ასეთი მოწოდება მერის მოადგილეებზე, გამგებლებზე და საქალაქო სამსახურების უფროსებზე“, - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, მუნიციოპალიტეტის მთავრობის 2020 წლის პირველ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა ყურადღება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე გაამახვილა. როგორც კალაძემ აღნიშნა, კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და თავს არავის დაუხრის. კალაძემ მოადგილეებს და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს მიმართა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა