მიხეილ ჩხენკელი - ახალგაზრდებზე და განათლებაზე ზრუნვა ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია

ახალგაზრდებზე და განათლებაზე ზრუნვა ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, რადგანაც, სწორედ კარგად განათლებულ საზოგადოებას შეუძლია გამოწვევებთან და პრობლემებთან გამკლავება, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი შესაბამისი განათლების მისაღებად.

„ჩემთვის, როგორც საქართველოს და ამერიკის ორმაგი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ სწორედ ამერიკელი ხალხის დახმარებით ხდება საქართველოში სკოლების მშენებლობა და ეს სკოლა არის შესანიშნავი მაგალითი ჩვენი ქვეყნის და აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობას და თავდაცვის დეპარტამენტს, ამერიკის არმიის ინჟინერთა კორპუსს, აშშ-ის საელჩოს იმ უდიდესი ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი იჩენენ ყოველდღიურად და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი ღონისძიება მშვენიერი დაგვირგვინებაა ამ თანამშრომლობის. სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი სწავლისთვის და დარწმუნებული ვარ, ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ სკოლაში იღებენ განათლებას, დიდ წარმატებებს მიაღწევენ, ჩვენი სამინისტრო კი, მათ ყველა ინიციატივას გვერდში დაუდგება, რომ აკადემიური პროცესი კიდევ უფრო განვითარდეს სკოლაში“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა