ირაკლი ხმალაძის განმარტებით, თუ კომპანია მერიის შესყიდულ 300 მიკროავტობუსს ვერ გამოისყიდის, მერია მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით გააგრძელებს

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თუ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მერიის მიერ შესყიდული 300 მიკროავტობუსის გამოსყიდვას ვერ შეძლებს, მერია მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მაინც გააგრძელებს.

როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს მერიის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, მიუხედავად ამისა, კომპანიასთან ხელშეკრულებას მერია ვერ გაწყვეტს და მიკროავტობუსების მართვა მერიის ხელში არ გადავა.

„ჩვენ როდესაც კომპანიასთან მემორანდუმი დავდეთ, ეს გამომდინარეობდა თბილისის სამარშრუტო კომპანიის ფინანსური პარამეტრებიდან, რომელიც დადასტურებული იყო აუდიტორიული დასკვნის მიერ. ამ დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები გადატანილია მემორანდუმშიც. აუდიტორი ადასტურებს, რომ კომპანიას აქვს ფინანსური პარამეტრების ოპტიმიზაციის რესურსი, რაზეც მერია და სამარშრუტო კომპანია აქტიურად ვითანამშრომლებთ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ კომპანიას აუცილებლად ექნება ამის შესაძლებლობა, ვამბობთ, რომ კომპანიას აქვს პოტენციალი, რომ გაუმჯობესდეს მისი ფინანსური პარამეტრები. თუ კომპანიას არ ექნა ფული, რომ გამოისყიდოს მიკროავტობუსები, ვერაფერს გამოისყიდის, მაგრამ პრიორიტეტი არის ის, რომ მომხმარებელს, მგზავრებს მივცეთ კომფორტული გადაადგილების საშუალება“, - განაცხადა ხმალაძემ.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ კომპანიას ფინანსური რესურსი მიკროავტობუსების გამოსასყიდად არ ექნება, გადავა თუ არა მიკროავტობუსების მართვა მერიის ხელში, ხმალაძემ განაცხადა, რომ „ეს სფერო ასე არ გადავა იმიტომ, რომ 2011 წელს გაიყიდა მგზავრობის 4 ნებართვა, რომელიც ამ კომპანიამ იყიდა“.

„ეს ნებართვა ძალაშია 2030 წლამდე. შესაბამისად, ამის გაუქმებას არ და ვერ ვაპირებთ, რადგან არ შეიძლება. რაც შეეხება იმას, კომპანიას თუ ჩვენს მიერ დაწესებული ტარიფი არ აძლევს შესაძლებლობას, თვითონ მოახდინოს მიკროავტობუსების ჩანაცვლება და მგზავრობის ტარიფის გაზრდაც არ გვინდა, მაშინ არ შეიძლება კომპანიას ის მოსთხოვო, რისი საშუალებაც არ მივეცით ჩვენ თვითონ. კომპანიას რომ თვითონ ჰქონოდა შესაძლებლობა 300 მიკროავტობუსი ეყიდა, 30 მილიონს რატომ გამოვყოფდით? თუ კომპანიას ექნა იმის შესაძლებლობა, რომ გამოისყიდოს მიკროავტობუსები, მერია ამ რესურსს დაიბრუნებს, თუ არ ექნება, ამას ვერ გააკეთებს. ამის მიუხედავად, მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროექტი მაინც გაგრძელდება. დამატებით გამოვყოფთ თანხებს და კიდევ ვიყიდით ახალ მიკროავტობუსებს. ფულის წყარო არ არის ბევრი ან არის ბიუჯეტი, ან ტარიფის ზრდა. თუ ტარიფს არ ვზრდით, მაშინ ვიღაცამ უნდა დაასუბსიდიროს. ჩვენთვის ის ვარიანტი, რომ არც ტარიფი გაიზარდოს, არც ბიუჯეტმა გამოყოს თანხა და ხალხი ამ მიკროავტობუსებით ვატაროთ, მისაღები არ არის. ვიღაც რომ ახლა 300 მილიონ ლარს გვჩუქნიდეს, არც ტარიფს შევეხებოდით, არც ბიუჯეტს და ხალხსაც ახალ მიკროავტობუსებს მივცემდით, მაგრამ ამის საშუალება არ არის“, - განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება მიკროავტობუსების წარმოებას, რაზეც გასულ წლებში საუბრობდნენ, ხმალაძე ამბობს, რომ ამაზე პასუხი არ აქვს.

ამასთან, მისივე თქმით, მიკროავტობუსების შესასყიდად ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. მანამდე კი მიკროავტობუსების კომპანიასთან მერია იჯარის ხელშეკრულებას დადებს, რითაც განისაზღვრება როგორ მართავს ერთობლივად მერია და კომპანია მიკროავტობუსებს.

„გამოცხადდება ტენდერი; არანაირ ადგილობრივ წარმოებაზე საუბარი არ იქნება. ტენდერში ვინც გაიმარჯვებს ის შემოიყვანს მიკროავტობუსებს“, - განაცხადა ხმალაძემ.

ვაჟა ბერიძე -  „ნაციონალებს“ და მის მოკავშირეებს ელექტორატის ნახევარზე მეტი არ უჭერს მხარს, ხოლო 50%,  ვისაც არჩევანი გაკეთებული არ აქვს, „ოცნების“, დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების მთავარი პრობლემაა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2020
აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველო დგას რუსული აგრესიის წინაშე
ირმა ინაშვილი საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, IRI-სა და NDI-ს საქართველოში კვლევების ჩატარება და გამოქვეყნება აეკრძალოთ
„თიბისის" პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის ეტაპზე გადავიდა
Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!