რუსთავის თვითმმართველობის შენობაში ხმაური იყო

რუსთავის თვითმმართველობის შენობაში ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის აქტივისტებმა, „რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციის“ ორმა წევრმა, ქალაქის მერიასთან აქცია გამართეს. მათ რუსთავის შემოსასვლელში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტი გააპროტესტეს. ასოციაციის ერთ-ერთმა წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა თაკო მეტრეველმა ადმინისტრაციულ შენობაში, სიმბოლურად იმ კონსტრუქციის მაკეტი მიიტანა, რომლის მშენებლობაც ქალაქის შემოსასვლელში იგეგმება.

თაკო მეტრეველი პროექტის თაობაზე დეტალურ განმარტებას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანისგან ითხოვდა და აცხადებდა, რომ დაუშვებელია მილიონი ლარის ამ მიმართულებით დახარჯვა. აქტივისტის განცხადებით, პროექტის განხორციელებას არ დაუშვებენ, გამართავენ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს და მოამზადებენ პეტიციას.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის განაცხადებით, პროექტის განხორციელება სწორედ მოსახლეობასთან კოსულტაციის შედეგად გადაწყდა. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, ქალაქის შემოსასვლელში დაახლოებით ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე ეწყობა რეკრეაციული ზონა, ქვაფენილებით, მისასვლელი გზებით, მწვანე ნარგავებით. მისივე განმარტებით, მილიონი ლარი პროექტის საბოლოო ღირებულება არ არის, შესაძლოა ტენდერის შედეგად, თანხა მნიშვნელოვნად შემცირდეს. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ამ ადამიანების ქმედება არის მხოლოდ პოლიტიკური და არანაირად არ ემსახურება ქალაქის ინტერესებს.

„მათი მხრიდან მსგავსი ქმედება, არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი შეთავაზება იყო გადავსულიყავით უფრო ცივილური ურთიერთობის ფორმაზე, რაც მათ წისქვილზე წყალს არ ასხამს. ისინი მიჩვეულები არიან, რომ ემოციური ფონი იყოს მაღალი, იყოს სკანდალი, ეს იმ სტრატეგიიდან არის გამომდინარე, რაც მათ ლიდერს აქვს. მათ თუ თემის მიმართ აქვთ დაინტერესება, ამისთვის არსებობს საჯარო სივრცე, საკრებულოს სხდომა - სადაც კონკრეტულად ეს საკითხი იყო განხილული. როდესაც საკითხი იყო განხილვის პროცესში, სად იყო მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“, სად იყვნენ ეს ვითომ აქტივისტები და ასოციაციის წევრები?!“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ