სალომე ზურაბიშვილი ლანჩხუთში „გურიის“ საფეხბურთო აკადემიას ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლანჩხუთში „გურიის“ საფეხბურთო აკადემიას ესტუმრა, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და აკადემიის აღსაზრდელებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის მიესალმება მსგავს პროექტებს, რომლებიც მიზნად ქართული სპორტის განვითარებას ისახავს და მომავალში ქალთა ფეხბურთის კიდევ უფრო განვითარება ისურვა.

„ამ ტიპის საფეხბურთო აკადემია გურიაში პირველია. ფეხბურთის ფედერაციისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით შენობის რეაბილიტაცია ხორციელდება და ხელოვნურსაფარიანი მინდვრისა და ტრიბუნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საცხოვრებელი კორპუსი 50 აღსაზრდელის მიღებას შეძლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა