მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორი - მოწმემ დაადასტურა, რომ ხორავას ქუჩაზე ფარდულთან, დავით სარალიძესთან ახლოს მიხეილ კალანდია დაინახა, რომელსაც ხელში დანის მსგავსი საგანი ეჭირა და ხელი სისხლიანი ჰქონდა

მოწმემ დაადასტურა, რომ ხორავას ქუჩაზე ფარდულთან, კერძოდ, დავით სარალიძესთან ახლოს მდგომი ბრალდებული მიხეილ კალანდია დაინახა, რომელსაც ხელში დანის მსგავსი საგანი ეჭირა და ხელი სისხლიანი ჰქონდა, - ამის შესახებ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ განუცხადა.

როგორც ქვარცხავა აცხადებს, მოწმის სახით დაკითხულმა მსაჯვრდებულმა გიორგი ჯანაშიამ შემთხვევის დროს ბრალდებულ მიხეილ კალანდიას მოქმედებებთან და როლთან დაკავშირებით ისაუბრა.

„მოწმემ ისაუბრა კონფლიქტის ადგილზე მყოფი პირების როლზე, მათ მოქმედებებთან დაკავშირებით. მოწმემ ასევე ისაუბრა ბრალდებულ მ.კ.-ს როლთან დაკავშირებით, ასევე იმ მოქმედებებთან დაკავშირებით, რას ახორციელებდა ბრალდებული. მათ შორის, მოწმემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და დაადასტურა, რომ მან შემთხვევის ადგილზე ფარდულთან ახლოს, კერძოდ, დავით სარალიძესთან ახლოს მდგომი ბრალდებული მ.კ., რომელსაც ხელში ეჭირა დანის მსგავსი საგანი და ხელი სისხლიანი ჰქონდა“, - განაცხადა ქვარცხავამ.

კითხვაზე, დასტურდება თუ არა, ექსპერტიზის, რომ მიხეილ კალანდიას სახელო სისხლიანი ჰქონდა, პროკურორი პასუხობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, დაცვის მხარის მსგავსი განცხადებები რას ეფუძნება, მისთვის გაუგებარია.

„გაუგებარია, რას ეფუძნება დაცვის მხარის პოზიცია. ცხადია, მტკიცებულებების გამოკვლევას ვაგრძელებთ, არაერთი დამატებითი მტკიცებულება გვაქვს გამოსაკვლევი, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნები. მას შემდეგ, რაც ყველა მტკიცებულება იქნება გამოკვლეული, ყველა მოწმე დაიკითხება, უფრო დეტალურ შეფასებას მოვახდენთ თითოეულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით. მათ შორის, გავცემთ ყველა შეკითხვას დასაბუთებულ პასუხს, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ლეგიტიმური იქნება. გამოძიების მიერ დასმული იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე აბსოლუტურად ყველა შეკითხვა, როცა განხორციელდა მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს გამოძიების ეტაპზე გამოკითხვა. დანის ნაწილში მას ნასაუბრები ჰქონდა, როგორც გამოძიებისათვის მიწოდებულ ინფორმაციის პროცესში, ასევე სასამართლოზე მიცემული ჩვენების პროცესში. ეს უკვე არის გარკვეული ინტერპრეტაცია, გარკვეული სპეკულირება დაცვის მხარის მხრიდან, როცა გარკვეულ თემაზე მსჯელობს“, - განაცხადა ქვარცხავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა