ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ ოფიციალურად გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ბაღი 30 აღსაზრდელზეა გათვლილი, კომფორტული პირობებით, რომელიც სოფელ ლაჯანასა და მიმდებარე სოფლებს მოემსახურება.

დღეს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა. გახსნის ღონისძიებაში აგრეთვე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მაქარაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა მონაწილეობდნენ.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება - 389 814 ლარს შეადგენს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა