ნიკა ჩიტაძე - თუ რუსეთი საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავა, პირველ რიგში პუტინზე იქნება მორგებული

ნაკლებადაა შესაძლებელი, რომ ამ ეტაპზე რუსეთი საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავიდეს, რადგან რუსეთის მოსახლეობის მოთხოვნაა ძლიერი ლიდერი და ნაკლებადაა შესაძლებელი, რომ პრეზიდენტის როლი შესუსტდეს და გაიზარდოს პარლამენტის და პრემიერ-მინისტრის როლი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ რუსეთში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, „თუ რუსეთი გადავა საპარლამენტო რესპუბლიკაზე, პირველ რიგში ის პუტინზე იქნება მორგებული“.

„მას შემდეგ, რაც დასავლეთმა აამოქმედა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა; გარდა ამისა, რუსეთში ადგილი ჰქონდა კაპიტალის გადინების პროცესს, ასევე მიიღეს ახალი კანონი საპენსიო ასაკის მატებასთან დაკავშირებით, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია. შედეგად მოხდა ის, რომ პუტინის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა. კაპიტალის გადინება, რუსული რუბლის გაუფასურება, ეკონომიკური ზრდის შენელება, ნეგატიურად აისახება რუსეთის პრეზიდენტის იმიჯზე. ამიტომ პუტინს სჭირდებოდა განტევების ვაცი, ვისაც დაბრალდებოდა ის პრობლემები და ის არასახარბიელო ვითარება, რომელიც რუსეთში არსებობს.

რაც შეეხება საპარლამენტო რესპუბლიკას, არ არის გამორიცხული, მას შემდეგ, რაც 2024 წელს პუტინს საპრეზიდენტო უფლებამოსილება გაუვა, შესაძლებელია, დადგეს დღის წესრიგში საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა, რადგან პუტინს შეეძლება პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება და ამ შემთხვევაში, მას დასჭირდება, რომ პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი იყოს გაძლიერებული, თუმცა აქ საქმე არ გვექნება რეალურ საპარლამენტო რესპუბლიკასთან, ისეთთან, როგორიცაა გერმანია ან იტალია. საპარლამენტო რესპუბლიკაზე რუსეთი რომც გადავიდეს, პირველ რიგში პუტინზე იქნება მორგებული. რუსეთი ვერ გახდება უახლოეს მომავალში დემოკრატიული სახელმწიფო იმ შემთხვევაშიც კი, თუ საპარლამენტო მოდელზე გადავიდა, რადგან რუსეთის საზოგადოება არ არის მზად დემოკრატიისთვის“,- განაცხადა ჩიტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა