წყალმომარაგების კომპანია - აბაშაში წყლის ქსელის დაზიანებით გამოწვეული აღდგენითი სამუშაოები მესამე დღეა 24 საათიან რეჟიმში გრძელდება

აბაშისა და მიმდებარე სოფლების წყლის მიწოდების აღდგენის მიზნით გაერთიანებული წყალმომარაგების კონპანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კონპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მესამე დღეა სამუშაო პროცესში, კომპანიის ტექნიკურ და საავარიო ჯგუფებთან ერთად, ჩართულია შესაბამისი სამსახურები და მობილიზებულია მძიმე ტექნიკა რეგიონებიდან.

აბაშის მუნიციპალიტეტის სტაბილური წყალმომარაგებისთვის წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების წარმოებისას კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან ქსელის დაზიანებამ წყლის ამღვრევა გამოიწვია, რის გამო აბაშასა და მიმდებარე სოფლებს - მაიდანს, გულუხეთს, ონტოფოს, სამიქაოსა და აბაშისპირს წყალმომარაგება შეუწყდა.

ინტენსიური სამუშაოების პარალელურად, მოსახლეობისთვის წყალმზიდების საშუალებით წყლის მიწოდება გაგრძელდება წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა