საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისას მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვას სახელმწიფო ინსპექტორი გააკონტროლებს

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან თამარ ჟვანიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისას მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს, უწყებების ხელმძღვანელებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო პერიოდში თანამშრომლობის გეგმები შეაჯერეს.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად საარჩევნო კომისიის შესაბამისი თანამშრომლებისთვის ტრენინგებს და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს გამართავს.

„ცესკოს თანამშრომლებისთვის, ასევე ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით ისინი უწყვეტ რეჟიმში შეძლებენ კონსულტაციების მიღებას.

უწყებები ითანამშრომლებენ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებშიც, პერსონალური მონაცემების დარღვევის პრევენციის მიზნით.

შეხვედრაზე სახელმწიფო ინსპექტორმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სამსახურის საგამოძიებო ფუნქციაზეც ისაუბრეს და დანაშაულის შესაძლო ნიშნების შემთხვევაში, შეტყობინების დროულად მოწოდების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები დაგეგმეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა