NDI - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ - 20%, „ნაცმოძრაობას“ - 13%, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატებს“ - 8% მისცემდა ხმას

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ - 20%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 13%, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატებს“ - 8% მისცემდა ხმას, - ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევაშია აღნიშნული.

კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას, გამოკითხული მოსახლეობის ხმები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ - 20%, არც ერთი პარტია - 14%, უარი პასუხზე - 14%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 13%, არ ვიცი - 12%, „ევროპული საქართველო -თავისუფალი დემოკრატები“ - 8%, „ლეიბორისტული პარტია“- 5%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 4%, პოლიტიკური პლატფორმა - „ახალი საქართველო“ - 3%, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ - 3%, „გირჩი“ - 2%, სხვა - 2%.

კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 65% ამბობს, რომ მიიღებდა მონაწილეობას, 35% მონაწილეობას არ მიიღებდა.

კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 39%-მა იცის ხმას ვის მისცემდა, 56%- გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, ხოლო 3%-მა არ იცის ხმას ვის მისცემდა.

გამოკითხული მოსახლეობის იმ ნაწილის 21%-მა, ვინც არჩევნებზე არ წავიდოდა, იცის ხმას ვის მისცემდა, ხოლო 69%-მა არ იცის.

გამოკითხული მოსახლეობის 49% ამბობს, რომ არსებობს პარტია, რომელიც ასახავს მის შეხედულებებს და ხმას სავარაუდოდ, მას მისცემდა. 34% ამბობს, რომ საქართველოში არსებული პარტიებიდან არც ერთი ასახავს მის შეხედულებებს. პასუხი არ იცის 10%-მა, უარს პასუხზე აცხადებს - 3%, ხოლო 4% ამბობს, რომ არსებობს პარტია, რომელიც მის შეხედულებებს ასახავს, მაგრამ სავარაუდოდ ამ პარტიას ხმას არ მისცემს.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 33% იმავე პარტიას მისცემდა ხმას, ვისაც ხმა მისცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 23% ხმას არ მისცემს იმავე პარტიას, 16%-ს არ ახსოვს ხმა ვის მისცა 2016 წლის არჩევნებზე, 17%-მა პასუხი არ იცის, 4%- უარს ამბობს პასუხზე, ხოლო 7% არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამასთან, გამოკითხულო მოსახლეობა კითხვაზე: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს თქვენი აზრით, რომელი პარტია მიიღებდა ყველაზე მეტ ხმას? პასუხობს:

32%-„ქართული ოცნება“, 14%-ენმ, 14%-არ ვიცი, უარი პასუხზე - 12%, არც ერთი - 11%, „ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატები“ – 6%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3%, „ლეიბორისტული პარტია - 2%, პოლიტიკური პლატფორმა - „ახალი საქართველო“ – 2%, „გირჩი“ – 1%, „დემოკრატიოული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ – 1%, სხვა - 1%.

ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა. პრეზენტაციაზე ქვეყნის განვითარების კურსთან, დემოკრატიის განვითარებასთან, მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები იყო წარმოდგენილი.

კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. სულ პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 180 პირი გამოკითხეს.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%-ია.

იხილეთ ვიდეო: NDI - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, "ქართულ ოცნებას" - 20%, "ნაცმოძრაობას" 13% დაუჭერდა მხარს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა