მამუკა მდინარაძე - არ შეიძლება სერიოზულად ვილაპარაკოთ კვლევაზე, რომელიც 30 პროცენტით სცდება ხოლმე რეალობას

არ შეიძლება სერიოზულად ვილაპარაკოთ კვლევაზე, რომელიც სულ რაღაც 30 პროცენტით სცდება ხოლმე რეალობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მამუკა მდინარაძე საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად მარტში ჩატარებულ კვლევას იხსენებს და ამბობს, რომ ცდომილება მაშინაც დაახლოებით 30 პროცენტი იყო.

„ისევ crrc-ის მიერ ჩატარებული კვლევები, რაც ტენდენციური მასთან მიმართებით ახალი არ არის. შეგვიძლია გავიხსენოთ მაგალითად, 2016 წლის მარტის კვლევა, სადაც „ქართულ ოცნებას" ჰქონდა 15 პროცენტი. მაშინ „ქართულმა ოცნებამ" აიღო 49 პროცენტი და თუ გამოვალთ შესაბამისი ლოგიკიდან, გამოდის, რომ დღევანდელი მონაცემით, 2020- ში 60 პროცენტზე მეტს აიღებს „ქართული ოცნება". ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ შეიძლება ნამდვილად ასე მოხდეს. სამწუხაროდ, საკმაოდ ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია ისევ ჯიუტად crrc-ის ატარებინებს კვლევებს.

რამდენად სანდოა ეს კვლევა, განსაზღვროს საზოგადოებამ. სერიოზულად ამ კვლევის დეტალებზე არ შეიძლება საუბარი. წარმოიდგინეთ რას უზამდნენ კალაძეს, მას რომ არ ჰქონდეს მაღალი რეიტინგი, წარმოიდგინეთ რას უზამდნენ „ქართულ ოცნებას", რომ არ ჰქონდეს გაცილებით მაღალი რეიტინგი - „ნაციონალურ მოძრაობას" გადაიყვანდნენ პირველ ადგილზე. უბრალოდ, რეალურ რეიტინგებს ვერაფერს უხერხებენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა