ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობის საკითხი, კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, დღის წესრიგიდან მოიხსნა

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის საკითხი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, დღის წესრიგიდან მოიხსნა.

„ინტერპრესნიუსის"კითხვაზე, რა ეტაპზეა ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირების სამუშაოები და როდის გამოცხადდება ტენდერი მშენებლობასთან დაკავშირებით, ქარსელაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს გზის და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულება, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ჰქონდა და ეს საკითხი ახალ ტენდერთანაა კავშირში, რომელიც პორტთან დაკავშირებით გამოცხადდება.

„მთავრობამ გადაწყვიტა კონკრეტული ხელშეკრულება გაუქმებულიყო. სახელმწიფოს გზის და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულება ამ კონკრეტული ხელშეკრულების ფარგლებში ჰქონდა. აუცილებელია არსებობდეს პორტი იმისთვის, რომ გზა ავაშენოთ. ჩვენ ანაკლიის გზისა და რკინიგზის პროექტი პრაქტიკულად გვაქვს, ტექნიკური დამუშავება მიმდინარეობს. ახლა იმაზეა საუბარი, სახელმწიფომ ასობით მილიონი ლარი უნდა დახარჯოს თუ არა იმ გზისთვის, რომლის პორტიც ჯერ არ აშენებულა და მომავალში გვაქვს იმედი, რომ აშენდება“, - აღნიშნა ქარსელაძემ.

მისივე თქმით, გზა ანაკლიისა და განმუხურის მოსახლეობისთვის უკვე არსებობს და ანაკლიის მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ აქვს.

ცნობისთვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირებას ახორციელებდა.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობისთვის 11 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება