რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი რუსთავის წინაშე არსებულ პრობლემებზე სამუშაოდ ინტერუწყებრივ ჯგუფს ქმნის

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი ქალაქ რუსთავის წინაშე არსებულ პრობლემებზე სამუშაოდ ინტერუწყებრივ ჯგუფს ქმნის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შევა ყველა ის უწყება, რომელიც აქტიურად ჩაერთვება რუსთავის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში. სამუშაო ჯგუფს კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უხელმძღვანელებს.

„ჯგუფის მუშაობაში, კომიტეტის წევრების გარდა, ჩაერთვებიან რუსთავის მერია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქონების მართვის სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ინტერუწყებრივი ჯგუფი პირველ შეხვედრას იანვრის ბოლო კვირაში გამართავს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა