დუშეთის მუნციპალიტეტის მერმა მრავალშვილიან, გაჭირვებულ ოჯახებს საჩუქრები გადასცა

დუშეთის მუნციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, დუშეთში მცხოვრებ მრავალშვილიან, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები და მარტოხელა მოქალაქეები მოინახულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მერმა პირველადი მოხმარების სასურსათო ნაკრებები 45 ოჯახს, თავის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილთან და მერის წარმომადგენელ შალვა ინაშვილთან ერთად გადასცა.

„ჩვენი სურვილი იყო დავხმარებოდით მათ, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს ამ მზრუნველობას და იმედია, ეს მცირედით მაინც შევძელით", – აღნიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო