სერგეი ლავროვი - მთელი ამ წლების მანძილზე, მე პატიოსნად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას

მე ყოველთვის პატიოსნად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიას განუცხადა. ლავროვს შეკითხვა ახალ მთავრობაში მის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით დაუსვეს.

„მთელი ამ წლების განმავლობაში, ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, მე უბრალოდ კი არ ვიკავებდი გარკვეულ თანამდებობებს, არამედ ყოველთვის პატიოსნად ვასრულებდი ჩემს მოვალეობებს“,-განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, გუშინ, ვლადიმერ პუტინის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შემდეგ, რუსეთის მთავრობა, პრემიერ დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით გადადგა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა