„ტასი“ - კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით ხმის მიცემა 2020 წლის პირველ მაისამდე გაიმართება

რუსული „ტასის“ ინფორმაციით, რუსეთის მასშტაბით კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით ხმის მიცემა 2020 წლის პირველ მაისამდე გაიმართება. სააგენტო ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პირველ მაისამდე გაიმართება ნებაყოფლობითი კენჭისყრა იმ კანონპროექტებზე, რომლებიც კონსტიტუციურ ცვლილებებს ეხება“,-აცხადებს წყარო.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ინიციატივა გუშინ, ეროვნულ ასამბლეაზე სიტყვით გამოვლის დროს გაახმოვანა. ამ ცვლილებების ინიცირების შემდეგ, რუსეთის მთავრობა, პრემიერ დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით გადადგა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა