გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა

2020 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შესაბამისი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

“სოფლისთვის ყველაზე დიდ პრობლემას დღემდე სასმელი წყალი წარმოადგენს. ადგილობრივები მას 7 კილომეტრიდან ეზიდებიან. პროექტი ითვალისწინებს ინდივიდუალური წყლის მრიცხველების დამონტაჟებას, ჭაბურღილის, სადაწნევო კოშკისა და შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობას. სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელში მცხოვრები 120 ოჯახი შეუფერხებლად მიიღებს სასმელ წყალს. პროექტის სატენდერო ღირებულება 457 090 ლარია, წინადადებების მიღება 25 - დან და 30 იანვრამდე გაგრძელდება”, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს