მიხეილ ჩხენკელი საერთაშორისო ოლიმპიადიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს - გვეამაყებით თითოეული თქვენგანი, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური განძი

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან 16 მედლით დაბრუნებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდა და გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ცნობით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, გვეამაყებით თითოეული თქვენგანი! თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური განძი. ოლიმპიური მედლებით დაბრუნდით და ჩემთვის ოლიმპიური ჩემპიონები ხართ! ასევე, მინდა მივულოცო მასწავლებლებს, რომლებმაც გვასახელეს! მართლაც ბრწყინვალე შედეგები გქონდათ ყველას და მინდა ძალიან დიდი წარმატება გისურვოთ! ქართული ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი იყო ყოველთვის და ეს ტენდენცია უნდა შევინარჩუნოთ და სწორედ ამაში შეიტანს უდიდეს წვლილს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც თქვენნაირი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი ასპარეზი იქნება“, - განაცხადა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, რომელმაც ახალგაზრდებს ისტორიული მეგაპროექტის - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონცეფცია გააცნო და მათ ამ უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში ჩართვა შესთავაზა.

2020 წლის 8-12 იანვარს ქალაქ ალმატიში გამართულ ჟაუტიკოვის მე-16 საერთაშორისო ოლიმპიადიდან, რომელშიც 21 ქვეყნის 600 მოსწავლე მონაწილეობდა, ქართველი მოსწავლეები უპრეცედენტო შედეგებით დაბრუნდნენ. მათ 16 მედალი მოიპოვეს: 3 ოქრო, 5 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მწვრთნელებს შორის გამართულ შეჯიბრში პირველი ადგილი ქართველმა პედაგოგებმა - ლელა მამულაშვილმა და მიხეილ სოხაშვილმა მოიპოვეს. მესამე ადგილი კი ვახტანგ შეკიშვილმა, ლუკა ხიზანიშვილმა და თეიმურაზ კალატოზმა გაინაწილეს. მინისტრმა მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა სამომავლო საქმიანობაში - „მინდა ასევე მივულოცო მასწავლებლებს წარმატება. ეს ოლიმპიადა გამორჩეულია, რადგან ჩვენმა მასწავლებლებმა ძალიან გვასახელეს, თქვენ მასწავლებლების შეჯიბრშიც ძალიან წარმატებით იასპარეზეთ.“

მიხეილ ჩხენკელმა ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო ოლიმპიადები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია სწავლა-სწავლების დონის ასამაღლებლად და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველ მოსწავლეებს სხვადასხვა დარგში საშუალება ჰქონდეთ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო დონის ოლიმპიადებში.

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს გუნდების მონაწილეობას ფინანსურად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა