ანონსი 17 იანვარი

17 იანვარს, 10:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში სეუ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, მოხალისეობის ეროვნული ფორუმი - „შენთვის, ჩემთვის, ცვლილებებისთვის - მოხალისეობის დროა“ გაიმართება.

მის: წინანდლის ქ. #9

17 იანვარს,10:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, 200-მდე სოციალურ მუშაკთან შეხვედრა გაიმართება, რომლებსაც სპეციალური ტრენინგ-კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.

შეხვედრას დაესწრებიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თამჯდომარე სოფო კილაძე, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში ფელიქს ჰეტი.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

17 იანვარს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, „ლელო საქართველოსთვის“ განაგრძობს პოლიტიკური პლატფორმის მთავარი თემების პრეზენტაციას და პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე მორიგ განცხადებას გააკეთებს.

17 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი #64

საკონტაქტო: 577403734

17 იანვარს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეინში“ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) შეწყალების წესის შესახებ დისკუსიას გამართავს.

საკონტაქტო: სალომე აჩბა -593 73 75 03

17 იანვარს, 11:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

17 იანვარს, 11:00 საათზე, „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიმართავს.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, საპარტნიორო ფონდის, თანაინვესტირების ფონდის, „თბილისი ენერჯის“, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების, ბანკების, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრებიან.

საკონტაქტო: თეონა დოლიაშვილი - 599258225

17 იანვარს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ოკუპირებულ აფხაზეთში განვითრებული მოვლენები. ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას ინტერვიუ ქართულ მედიასთან და განცხადება ქართულ მხარესთან დიალოგის შესახებ. სერგეი შამბას განცხადება.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

17 იანვარს, 11:30 საათზე, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)

საკონტაქტო: ეკა გულუა -599726565

17 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

17 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილისა და მათთან ერთად დაკავებული დანარჩენი პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

17 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის (თდასუ) სტუდენტური თვითმმართვობა პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: თდასუ-ს სტუდენტური თვითმმართვობა მანიფესტს იწყებს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და განათლების კულტურისა და მეცნიერებათა სამინისტროს წინააღმდეგ.

მის: ცინცაძის N24

საკონტაქტო: ხატია სამსონიძე - 574 52 17 52

17 იანვარს, 12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ:

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

17 იანვარს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ბრიგადის გენერლი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ოკუპირებულ აფხაზეთში განვითრებული მოვლენები. ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას ინტერვიუ ქართულ მედიასთან და განცხადება ქართულ მხარესთან დიალოგის შესახებ. სერგეი შამბას განცხადება.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

17 იანვარს, 12:30 საათზე, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, NDI-ის კვლევებთან დაკავშირებთ „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

17 იანვარს, 12:30 საათზე, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე, ზაალ კასრელიშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: ოკუპირებულ აფხაზეთში განვითრებული მოვლენები. ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას ინტერვიუ ქართულ მედიასთან და განცხადება ქართულ მხარესთან დიალოგის შესახებ. სერგეი შამბას განცხადება.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

17 იანვარს, 13:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

17 იანვარს, 14:00 საათზე, „გირჩის“ ბორდის წევრის, იმედა კლდიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

17 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

17 იანვარს, 15:00 საათზე ,,ლელო საქართველოსთვის" ლიდერები კახა კოჟორიძე და ანა ნაცვლიშვილი გენერალურ პროკურატურაში შეიტანენ განხადებას. ისინი მოითხოვენ გამოძიების დაწყებას იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც მოსამართლე არევაძე, ივანე ზარდიაშვილთან ერთად, იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრ გახარიასთან შეხვედრაზე, მის წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით.

მის: ვახტანგ გორგასლის 24

საკონტაქტო ნომერი: 577403734

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა