ვლადიმერ პუტინმა რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხაილ მიშუსტინის დანიშვნას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხაილ მიშუსტინის დანიშვნას ხელი მოაწერა. ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათი თქმით, რუსეთის ახალი პრემიერი მინისტრთა ახალ კაბინეტს რამდენიმე დღეში წარადგენს.

აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინმა დოკუმენტს ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც მიშუსტინის კანდიდატურას მხარი სახელმწიფო დუმამ დაუჭირა.

ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ პუტინმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტზე დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. მიშუსტინის მთავრობის მეთაურად დანიშვნას 383-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 41-მა თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ არც ერთი წასულა. რუსეთის მთავრობა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის მეთაურობით გუშინ გადადგა, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერალური ასამბლეისადმი მიმართვის დროს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა წამოაყენა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა