ხიბულაში გამსახურდიას სახლ-მუზეუმის გვერდით ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმის გვერდით მდებარე ტერიტორიაზე ტაძრის საფუძვლის კურთხევა მოხდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძართან ერთად ტერიტორიაზე სამრევლო სკოლა და სამრეკლო აშენდება და სკვერი მოეწყობა. ეკლესიის საძირკველი დღეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა. კომპლექსის მშენებლობას ფონდი ,,ქართუ“ აფინანსებს.

„კურთხევის ცერემონიალს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის მერი გოჩა ქაჯაია და პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია დაესწრნენ. ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, სოფელში უკვე დასრულდა ორსართულიანი საბავშო ბაღის მშენებლობაც, ტაძრის მსგავსად ამ პროექტებსაც „ქართუ ჯგუფი“ ახორციელებს. სოფელ ძველ ხიბულაში, ეკლესიის, ახალი საბავშვო ბაღის აშენებას და ზვიად გამსახურდიას მუზეუმის გახსნას ადგილობრივ მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილი 2019 წლის 29 მარტს დაპირდა, როცა „ქართული ოცნების" ლიდერმა ძველ ხიბულაში ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა“, - აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა