საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ

საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს საპატრიარქოში ეწვივნენ და დაბადების დღე, აღსაყდრებიდან 42 წელი და შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპუტატებთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც იყვნენ, მათ შორის, უწმინდესის ნათლულები.

„ჩვენ მოვედით, რათა მოგილოცოთ დაბადების დღე, 42 წელი აღსაყდრების, შობა-ახალი წელი, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩვენ ყველამ ერთად. ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის სიყვარული მოგიტანეთ დღეს“, - მიმართა მის უწმინდესობას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

მის უწმინდესობას მიულოცეს და სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ილია ნაკაშიძემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, პარლამენტის ყოფილმა წევრმა კარლო კოპალიანმა, დეპუტატებმა ენძელა მაჭავარიანმა, ირაკლი შიოლაშვილმა, მერაბ ქვარაიამ, ანრი ოხანაშვილმა, რევაზ არველაძემ, გენადი მარგველაშვილმა, რომლებმაც მის უწმინდესობას კოლეგების სახელით უსურვეს დღეგრძელობა და დიდხანს სიცოცხლე ქვეყნის საკეთილდღეოდ.

კათოლიკოს - პატრიარქმა პარლამენტარები დალოცა და ქვეყნისა და ხალხის სამსახურში წარმატებები უსურვა.

„მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. მინდა გთხოვოთ, რომ ეცადოთ, არ იყოს დაყოფა თქვენს შორის, თქვენ უნდა მისცეთ მაგალითი ჩვენს ახალგაზრდობას. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გაგვიხსნის გზას და ჩვენ გავალთ სამშვიდობოს. დალოცვილი იყავით“, - მიმართა ილია მეორემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.​

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი