200-მდე სოციალურ მუშაკს სპეციალური ტრენინგკურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, 200-მდე სოციალურ მუშაკს სპეციალური ტრენინგკურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში ფელიქს ჰეტი.

სოფო კილაძის ინიციატივითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მზარდაჭერით, მე-9 მოწვევის პარლამენტმა 2018 წლის ივნისში "სოციალური მუშაობის შესახებ" ახალი კანონი მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებებმა სათავე დაუდო სოციალური მუშაობის სისტემის რეფორმას, განისაზღვრა სოციალური მუშაკების სამართლებრივი სტატუსი, უფლებები, მოვალეობები და სოციალური გარანტიები. ახალი კანონის გაცნობის მიზნით, 2019 წელს სოციალურ მუშაკებს სპეციალური სამართლებრივი ტრენინგ-კურსი ჩაუტარდათ. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო და გადამზადდა 200-ზე მეტი მოქმედი სოციალური მუშაკი, რომლებსაც სერთიფიკატები დღეს გადაეცათ.

შეხვედრაზე ასევე გაიმართა ვიდეო რგოლის პრეზენტაცია, რომელიც სოციალური მუშაკის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მომზადდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა