არჩილ თალაკვაძე - უმრავლესობის მხრიდან ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარდაჭერა ექნება - პროკურატურა, მისი ხელმძღვანელობით ეფექტურად ებრძოდა დანაშაულს

ვფიქრობ, უმრავლესობის მხრიდან ირაკლი შოთაძის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას. მისი თქმით, შოთაძის გენერალური პროკურორის პოსტზე ყოფნის პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაიხსნა.

თალაკვაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ირაკლი შოთაძემ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. მისი შეფასებით, ეს ღირსეული ნაბიჯი იყო.

"გენერალური პროკურორის პოზიციაზე ირაკლი შოთაძის საქმიანობის დროს არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გვახსოვს, რომელიც ეფექტურად და დროულად იქნა გამოძიებული - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, მკვლელობის შემთხვევები, ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები, ნარკო და ტრეფიკინგის დანაშაულები. პროკურატურა, მისი ხელმძღვანელობით ეფექტურად ებრძოდა დანაშაულს. მაშინაც, როდესაც ერთ-ერთ ურთულეს საქმეზე საზოგადოებას და დაზარალებულს მის მიმართ კითხვები ჰქონდათ, ირაკლი შოთაძემ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო და თანამდებობა დატოვა ნიშნად იმისა, რომ თანამდებობა და სტატუსები არ არის ყველაზე მთავარი. მე არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტში განსახილველად სწორედ მისი კანდიდატურა იყოს ერთ-ერთი. ვფიქრობ, უმრავლესობის მხრიდან მის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა,"- განაცხადა თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა