ბესიკ თამლიანი, ზურაბ ბუდაღაშვილი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომას არ ესწრებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების: ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი უძღვება.

დღევადელ პროცესს, პროტესტის ნიშნად, არც ერთი ბრალდებული არ ესწრება. დღეს სხდომაზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომელი დაიკითხება.

შესაძლოა, დღესვე გახდეს ცნობილი, გაუფორმდება თუ არა ამ საქმეზე ბრალდებულ ორ პირს - ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილს საპროცესო შეთანხმება. ამ მოთხოვნით მათ შიმშილობა 10 იანვარს დაიწყეს.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა