არჩილ თალაკვაძე - მოვისმინე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში დაზარალებულის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ კითხვები აღარ აქვს და მისი მხრიდან პრეტენზიები ამოწურულია

მე მოვისმინე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში დაზარალებულის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ კითხვები აღარ აქვს და მისი მხრიდან პრეტენზიები ამოწურულია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის წარდგენას. მისი თქმით, პროკურატურამ ამ საქმის გამოძიებით დაამტკიცა, რომ ირაკლი შოთაძის მხრიდან სუბიექტური ინტერესები არ ყოფილა. თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი ამ ფაქტორს გაითვალისწინებს.

„მე მოვისმინე დაზარალებულის განცხადება ამ საქმესთან დაკავშირებით, სადაც მან თქვა, რომ მას კითხვები აღარ აქვს და მისი მხრიდან პრეტენზიები ამოწურულია იმ ნაწილში, როდესაც ვხედავდით, რომ გამოძიების პირველ ეტაპზე გენერალური პროკურორის მიმართ იყო კითხვები და კრიტიკა. პროკურატურამ ამ საქმის გამოძიებით დაამტკიცა, რომ აქ არავითარი სუბიექტური ინტერესები გენერალური პროკურორის მხრიდან არ არსებობდა. შესაბამისად, ეს გათვალისწინებული იქნება პარლამენტის მიერ,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა