ირაკლი შოთაძე მზადაა, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაბრუნდეს

ირაკლი შოთაძე მზადაა, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაბრუნდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ განუცხადა, საპროკურორო საბჭოს გენპროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა თავად შოთაძესთან შეთანხმებით წარუდგინეს.

"ბუნებრივიცაა, რომ კანდიდატი უნდა იყოს თანახმა. მისი წერილობითი თანხმობა საჭიროა. განიხილებოდა რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის ბატონი ირაკლის კანდიდატურაც. შემდეგ ეს კანდიდატურათა ნუსხა გადაეგზავნა აკადემიურ საბჭოს და მათ შეარჩიეს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა და წარადგინეს იმ ორგანოში, ვინც ამ საკითხს წყვეტს. ირაკლი შოთაძე ნამდვილად მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. არის ასოცირებული პროფესორი, უძღვებოდა საგანს "მტკიცებითი სამართალი", მაგისტრატურის სტუდენტებს უკითხავდა ლექციებს. ამ სემესტრში მას სალექციო კურსი არ ჰქონია. მომავალ სემესტრში თუ ექნება სურვილი და თუ რამე არ შეიცვალა, დიდი ალბათობით წაიკითხავს "მტკიცებით სამართალს", - განაცხადა გაბისონიამ.

მისივე თქმით, აკადემიურ საბჭოზე ირაკლი შოთაძესთან ერთად რამდენიმე მოქმედი პროკურორის კანდიდატურაც განიხილებოდა, რომლებიც სტუ-ს ლექტორებიც არიან.

"სახელებსა და გვარებს მათი თანხმობის გარეშე ვერ დავასახლებ. ირაკლი შოთაძე ძალიან საინტერესო ლექტორია, ძალიან კარგად კითხულობს ლექციებს. პროფესიონალი იურისტია. შემიძლია თქვენც დაგასწროთ მის ლექციებს. ნახავთ, როგორი ანშლაგია, სტუდენტების დაინტერესებაა. პროფესიული კუთხით არის მაღალკვალიფიციური იურისტი, თავის საქმის მცოდნე. ჩვენი შეფასების კრიტერიუმი ესაა, დანარჩენი პოლიტიკური ნაწილი ჩვენ არ გვეხება. რატომ ირაკლი შოთაძე? იმიტომ რომ ალბათ უფრო მეტი გამოცდილება აქვს. მენეჯერული თვისებებიც უნდა ჰქონდეს ამ თანამდებობისთვის, ალაბათ, ამაზე გააკეთეს აქცენტი რომ მას ჰქონდა მენეჯერული თვისებები და გამოცდილება. ამიტომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება", - განაცხადა დეკანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია