გიგი უგულავა - ნიკა მელია აბსოლუტურად უკანონოდ, კონსტიტუციის დარღვევით გააგდეს პარლამენტიდან

ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიას ადგილმონაცვლის საკითხის განხილვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მელია აბსოლუტურად უკანონოდ, კონსტიტუციის დარღვევით გააგდეს პარლამენტიდან”.

მისივე თქმით, „ეს არის გაგდება და არავითარი სამართლის აღსრულება არ არის”.

„უმრავლესობის მოვალეობაა მის ადგილმონაცვლეს მისცეს ხმა. ეს თუ არ მოხდება, მანაც უნდა იჩივლოს საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლო არ ბრწყინავს, მაგრამ თეთრი შავზე კონსტიტუციის დარღვევაა, თუ ამასაც არ აღიარებს, კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შევა. ნებისმიერი რამ, რასაც აკეთებს ეს მთავრობა, საბოლოო ჯამში, მას კრიზისად უბრუნდება. ეს არის ის მოდალობა, რაც შექმნა ივანიშვილმა ამ საუკუნის ტყუილის შემდეგ“, - განაცხადა უგულავამ.

რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, დღეს, ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყდა. ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, საკითხს მოწინააღმდეგე არ ჰყავდა. პარლამენტმა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დააყენა, რაც ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა