უმრავლესობაში ნიკა მელიას ადგილმონაცვლე ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა

პარლამენტის პლენარული სხდომა უმრავლესობის წევრებს შორის დისკუსიით დაიწყო. დეპუტატები ნიკა მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიშვილისთვის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე მსჯელობენ. მამუკა მდინარაძის განცხადებით, როდესაც ერთი დეპუტატი ტოვებს მანდატს და მის ადგილს მეორე იკავებს, ეს ფორმალობაა, რასაც უმრავლესობა მხარს დაუჭერს. მდინარაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პლენარულ სხდომას არ ესწრება და მისი გუნდის წევრის მხარდასაჭერად კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს. მდინარაძის თქმით, ამის მიუხედავად, უმრავლესობა პროცედურული დემოკრატიის აღსრულებას მხარს დაუჭერს.

უმრავლესობის ლიდერის პოზიციას არ ეთანხმება უმრავლესობის რამდენიმე წევრი და აცხადებს, რომ როდესაც თავად „ნაციონალური მოძრაობა“ კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს, ბადრი ბასიშვილს მხარი არც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაუჭიროს.

„ჩვენ საათზე მეტი ველოდეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომ მოსულიყვნენ და მართალია ფორმალური, მაგრამ თავისი უფლებამოსილება შეესრულებინათ. როდესაც რომელიმე პარტიის წარმომადგენელი დეპუტატი ტოვებს პარლამენტის წევრის რიგებს და მის ნაცვლად შემოდის მეორე, ეს არის წმინდა ფორმალური უფლებამოსილება. როდესაც ნიკა მელია ტოვებდა პარლამენტს, ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ როდესაც განაჩენი გამამტყუნებელია, ჩვენ მწვანე ღილაკს ვაჭერთ, რადგან ვასრულებთ ჩვენს ფორმალურ ვალდებულებას. შეგვიძლია საზოგადოებას მივმართოთ, რომ არჩევნებზე მათ მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა ნიშნავს ნიკანორ მელიას, ბადრი ბასიშვილის და მათნაირების მხარდაჭერას. ამ გადაწყვეტილების რევიზიის უფლება, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს. ეს არის ამომრჩევლის ნება. ეს არის საკითხი, რომელიც დღის წესრიგში არ დგება ხოლმე იმიტომ, რომ არსებობს პროცედურული დემოკრატია. პროცედურული დემოკრატიის აღსრულებას მხარს დავუჭერთ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა ვის შემოყვანას ნიშნავს პარლამენტში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კარლო კოპალიანი ნიკანორ მელიას ნაცვლად ბადრი ბასიშვილის პარლამენტში შესვლის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ამ ადამიანთან „პირადი ვალი აქვს“.

„მე კომიტეტის სხდომაზე არ დავუჭირე მხარი ბადრი ბასიშვილის დეპუტატის უფლებამოსილების ცნობაზე გადაწყვეტილებას. ახლა გამოდის, რომ ადამიანი, რომელთანაც პირადად მე სულ სხვა ვალი მაქვს და რომელიც იყო ცნობილი „ზონდერი“, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გახადოს დეპუტატი, მაშინ, როცა მისი გუნდის წევრები არ აძლევენ ხმას. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს?“ -მიმართა კარლო კოპალიანმა უმრავლესობის წევრებს.

ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობას ეწინააღმდეგება დეპუტატი ირაკლი ბერაიაც. მისი თქმით, ვინაიდან ეს პროცესი ფორმალურია, უმჯობესი იქნება ახალი კანონპროექტი შემუშავდეს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ასეთ ფორმალურ პროცესში დეპუტატების ხმის მიცემა საჭირო აღარ იყოს.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ნუკრი ქანთარია კი კენჭისყრის გადადების ინიციატივით გამოდის.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობას საზოგადოების იმ წევრების წინაშეც აქვს პასუხისმგებლობა, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. შესაბამისად, მისი თქმით, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობას უმრავლესობამ მხარი უნდა დაუჭიროს.

„სიტყვამ „ფორმალური“ რამდენჯერმე გაიჟღერა. რეალურად მაშინ არც ვიცე-სპიკერები, არც კომიტეტის თავმჯდომარეები ოპოზიციიდან არ უნდა ავირჩიოთ და პარლამენტის საქმიანობა გავაჩეროთ. ჩვენ იმ ხალხის წინაშეც ვართ პასუხისმგებელი, ვინც მხარს უჭერს ამ პოლიტიკურ ძალას. ეს ფრაქცია მოვა, თუ არ მოვა, რა მნიშვნელობა აქვს?! პასუხისმგებლობა ჩვენ გვაქვს. ჩემი აზრით, გვარებს, მცირე გამონაკლისის გარდა, მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ კანონი უნდა აღვასრულოთ და ამას გვთხოვს საზოგადოება,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა