ირაკლი ბერაია დიდი ბრიტანეთის ელჩს, ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

ჯასტინ მაკკენზი სმიტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა პარლამენტის მხრიდან საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების, მოკლე ვადაში რატიფიცირებისთვის.

ირაკლი ბერაიამ ელჩს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარება გააცნო.

მან დიპლომატს მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის მიერ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის ასევე თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა