დუშეთის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დაჯილდოვდნენ

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ღვაწლმოსილ პედაგოგებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ინაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დავით ოსეფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას პედაგოგების დამსახურებაზე ისაუბრეს, მადლობა გადაუხადეს მრავალწლიანი შრომისთვის, ახალგაზრდა თაობების აღზრდისათვის და მათ მადლობის სიგელებთან ერთად ყვავილები გადასცეს.

„დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მომუშავე 113-მა პედაგოგმა პროფესიული საქმიანობა 2019 წელს დაასრულა. განათლების რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკს მიღწეულმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, სახელმწიფოსგან ერთჯერადად ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი და სიცოცხლის ბოლომდე, ჯანმრთელობის დაზღვევა მიიღეს.

ღონისძიებას საჯარო სკოლების და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ : მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები. საღამო მუსიკალურად გააფორმა ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლთან არსებულმა ანსამბლმა “ქალილომ“, ხოლო ღონისძიების დასასრულს პედაგოგებისთვის საზეიმო ვახშამი მოეწყო“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა