ბათუმში თანამედროვე სტანდარტების ბიზნეს-ცენტრი გაიხსნა

ბათუმში თანამედროვე სტანდარტების ბიზნეს ცენტრი გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები ესწრებოდა. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ბიზნეს ცენტრები რეგიონში ხელს შეუწყობს საინვესტიციო პროცესის ეფექტურად განხორციელებას.

„აჭარაში მოქმედი განკარგულების ფარგლებში, განახლდა მნიშვნელოვანი პროექტი - სასტუმრო კემპინსკი და მოეწყო ბიზნეს ცენტრი. ეს არის დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ბიზნეს ცენტრი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანაქალაქელები, სტუდენტები, საქმიანი ადამიანები, კორპორატიული სტუმრები შეძლებენ ბიზნეს ცენტრში მიიღონ საჭირო სერვისი“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბიზნეს ცენტრი ლოფტის სტილის მიხედვით არის შესრულებული, განთავსებულია საერთო და ინდივიდუალური სამუშაო ადგილები, სათათბირო და საკონფერენციო ოთახები სივრცეები. ბიზნეს ლოფტში სამუშაო სივრცით და საკონფერენციო ინფრასტრუქტურით სარგებლობა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია.

აჭარაში საინვესტიციო-საპრივატიზაციო პროცესის ეფექტურად განხორციელების და სრულყოფის მიზნით, აჭარის მთავრობის განკარგულების ფარგლებში ინვესტიციების ხელშეწყობის ახალი წესი ამოქმედდა. შედეგად, ბოლო 1 წელში, აჭარაში, 1 მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტები განახლდა (მათ შორის ე.წ კემპინსკი, ბაბილონი, რუმსი). ეფექტური საინვესტიციო პოლიტიკის გატარებით აჭარაში არცერთი მსხვილი შეჩერებული პროექტი არ არის. აჭარის მიმდინარე საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წელს, აჭარაში, 2000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
როგორ იქმნება მომავლის რესტორნები მსოფლიოში? რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა რესტორატორებმა
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი წარმატების წერტილი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი