საქპატენტის თანამშრომლების შვებულებაში ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში ყოფნისას მათ ავტომანქანებში უწყების კუთვნილი 2,144 ლიტრი საწვავია ჩასხმული

საქპატენტის თანამშრომლების შვებულებაში ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში ყოფნისას მათ ავტომანქანებში უწყების კუთვნილი 2,144 ლიტრი საწვავია ჩასხმული. ამის შესახებ სსიპ−ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, საქპატენტმა ვერ წარმოდგინა შესაფერისი დოკუმენტი, რომელიც თანამშრომლების მივლინების ან შვებულების პერიოდებში ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების ფაქტს დაადასტურებდა.

“გამომდინარე იქიდან, რომ შვებულება/მივლინების პერიოდში ავტომობილის საწვავით გამართვის მიზანშეწონილობაზე კონტროლის მექანიზმები სუსტია, არსებობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა. ვინაიდან, თანამშრომელთა პირად ავტომანქანებში საქპატენტის კუთვნილი საწვავის ხარჯვისას დოკუმენტურად ვერ დასტურდება სამსახურებრივი მიზნით გამოყენება, საწავავის გაცემა არ შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამოსილებას. 2017-2018 წლებში სულ ასეთმა ხარჯმა შეადგინა 17,428 ლიტრი, ღირებულებით − 34,680 ლარია,”-აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

რაც შეეხება სხვა დარღვევებს, აუდიტის შეფასებით, 2017-2018 წლებში საქპატენტში სრულყოფილად არ ხორციელდებოდა შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნა, რომლის მიხედვით, თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადება და წასვლა უნდა აღრიცხულიყო სპეციალური ტექნიკური საშუალების −ტურნიკეტის გამოყენებით.

ამასთან, ხელფასების დარიცხვისა და ანაზღაურებისას, არ ხდებოდა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების დოკუმენტური დადასტურება. შესაბამისად, გაცემული ხელფასი არ არის სათანადოდ დასაბუთებული, რაც არსებული კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს.

დიმიტრი შველიძე -  ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილი „ნაცმოძრაობაა“,  ამ ფონზე, მისთვის შეიძლება უფრო მისაღები იყოს „ევროპული საქართველო“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2020
აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველო დგას რუსული აგრესიის წინაშე
Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!