ახალი კორონავირუსით დაავადებულთა გამოსავლენად, აშშ-ის აეროპორტებში ჩინეთიდან შესულ მგზავრებს შეამოწმებენ

შეერთებული შტატები უცნობი კორონავირუსით დაავადებულთა გამოსავლენად სამ აეროპორტში ჩინეთიდან შესული მგზავრების შემოწმებას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ინფორმაციით, სან ფრანცისკოს, ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის აეროპორტებში ჩინეთის ქალაქ უხანიდან შესული მგზავრების სკრინინგი დაიწყება.

სკრინინგის პროცედურის დროს მგზავრებს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში გაიყვანენ, სადაც ისინი კითხვარს შეავსებენ და გრიპზე შეამოწმებენ. იმ მგზავრებს, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები აღმოაჩნდებათ, უკეთ გამოსაკვლევად სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ვირუსი ჩინეთის გარეთ, იაპონიასა და ტაილანდშიც გავრცელდა.

ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, უცნობი კორონავირუსით დაავადების 45 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსს დღემდე ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა