გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - აბაშასა და მიმდებარე სოფლებში წყლის მიწოდება აღდგა

დღეს დილიდან, აბაშასა და მიმდებარე სოფლებს წყლის მიწოდება სრულად აღუდგა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამუშაოების პროცესში ჩართულები იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია და ადგილობრივ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო და ტექნიკური ჯგუფების რამდენიმედღიანი ურთულესი და 24 საათიანი მუშაობის შედეგად, ქსელის დაზიანებით გამოწვეული პრობლემები აღმოფხვრილია და ადგილობრივ მოსახლეობას წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

სამუშაოების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია და ადგილობრივ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.

აბაშის მუნიციპალიტეტის სტაბილური წყალმომარაგებისთვის წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების წარმოებისას კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან ქსელის დაზიანებამ წყლის ამღვრევა გამოიწვია, რის გამო აბაშასა და მიმდებარე სოფლებს - მაიდანს, გულუხეთს, ონტოფოს, სამიქაოსა და აბაშისპირს წყალმომარაგება რამდენიმე დღით შეუწყდა.

ინტენსიური სამუშაოების პარალელურად, მოსახლეობისთვის წყალმზიდების საშუალებით წყლის მიწოდება მთელი ამ დღეების განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ხდებოდა.

მოსახლეობას წყალმომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებით სმს შეტყობინება წინასწარ დაეგზავნათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს