ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენა აქცია-პერფორმანსით გააპროტესტა

ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენა აქცია-პერფორმანსით გააპროტესტა.

აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან ხორბალი მიიტანეს და განაცხადეს, რომ „ხელისუფლებამ თავისი საკენკი თავად აკენკოს“. მათი თქმით, მოსახლეობა შოთაძის დაბრუნებას არ დაუშვებს.

მათი თქმით, არაერთი საქმეა დღემდე გამოუძიებელი.

„ვგეგმავთ, რომ ეს საკენკი შენობაში შევიტანოთ, რადგან აჭარაშიც არაერთი საქმე გამოუძიებელია",- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ხათუნა ბერიძემ.

აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლის დაცვის თანამშრომლებმა შენობაში არ შეუშვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა