სტამბოლში დათო მაღრაძის ლექსების წიგნის „უსადაუროს“ თურქული თარგმანის - Diarsiz-ის პრეზენტაცია გაიმართა

სტამბოლში, ნაზიმ ჰიკმეტის სახელობის კულტურის ცენტრში, პოეტ დათო მაღრაძის ლექსების წიგნის „უსადაუროს“ თურქული თარგმანის - Diarsiz-ის პრეზენტაცია გაიმართა.

საღამო თურქეთში საქართველოს საელჩოს, თურქეთში ქართული კულტურის ცენტრის და ქართული ენის ცენტრის ინიციატივით შედგა.

საღამო გაიხსნა საქართველოს და თურქეთის სახელმწიფო ჰიმნებით. საზოგადოებას მიესალმა საქართველოს ელჩი თურქეთში, გია ჯანჯღავა, რომელმაც პოეტს თურქეთის ყოფილი პრემიერ -მინისტრის, თანსუ ჩილერის პირადი მილოცვა გადასცა.

პრეზენტაციას დაესწრნენ თურქეთის სახელოვნებო-სალიტერატურო საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები და ქართული ემიგრაციის ნაწილი. პოეტის შემოქმედებაზე ისაუბრა ცნობილმა თურქმა პოეტმა, ნობელის პრემიის კანდიდატმა - ათაოლ ბეჰრამოღლუმ.

„თურქ მკითხველთან შეხვედრა განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა. პოეტი და თურქი მსახიობი კუთხულობდნენ ლექსებს ორ ენაზე. შემდეგ დათო მაღრაძე დიდხანს პასუხობდა შეკითხვებს და არიგებდა ხელმოწერებს ახალ წიგნზე ( გამომცემლობა “Cinius Yayinlari”, მთარგმნელი პოეტი ეშრეფ ილმაზი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა