თორნიკე მამალაძის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად არის გაუარესებული

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, სასულიერო პირს პარალიზებული ფეხი 2 სანტიმეტრით დაუმოკლდა. აღნიშნულის შესახებ თორნიკე მამალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც სასულიერო პირის ძმა განმარტავს, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად არის გაუარესებული.

„საქმე ისევ რთულადაა. ჩემ ძმასთან წინა კვირას სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმები იყვნენ შესული, პარალიზებული ფეხი გაუზომეს და 2 სანტიმეტრით დამოკლებული აღმოჩნდა. ამით დასტურდება ის, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად გაუარესებულია, მას ახლა პენიტენციურ დაწესებულებაში არანაირი მკურნალობა არ უტარდება“, - განაცხადა მამალაძემ.

თორნიკე მამალაძის განმარტებითვე, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სარჩელს ამზადებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა